ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ეკოკლუბელები მართავდნენ არაერთ საინტერესო შეხვედრას, მათ შორის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ.
24 მაისს, ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მე-7 კლასის მოსწავლეებთან თემაზე - „საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო“.
მე-7 კლასელებმა გაიგეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ საკომუნიკაციო არხს მთავრობებს და საზოგადოებებს, ერებს და სხვა საერთაშორისო სუბიექტებს შორის, რომლებიც ჩართული არიან უსაფრთხოების სექტორის მართვასა და რეფორმაში.
აქტივობა მიზანად ისახავდა მოსწავლეებს მიეღოთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის მიზეზებსა და მიზნებზე, განესაზღვრათ თითოეული ორგანიზაციის ფუნქცია-დანიშნულება და დაეკავშირებინათ მათი როლი გლობალურ ასპექტში.
პრეზენტატორმა მსმენელებს შეახსენა, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები გაეცნენ ცალკეული ორგანიზაციის ემბლემებსა და მათი შტაბბინების მდებარეობასაც.
იხილეთ ფოტოები: