ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა ეკოკლუბ „ვიტისისთვის“ 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ეკოკლუბელები ახორციელებდნენ არაერთ გარემოსდაცვით აქტივობას და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავდნენ.
20 მაისს, ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს დაავალეს მოეფიქრებინათ გარემოსდაცვითი სლოგანი, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიურ პრობლემებს შეეხებოდა.
დავალების მიცემამდე მოსწავლეებს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარი გამოწვევების და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზების, მაგალითებისა და შედეგების შესახებ.
აქტივობა მიზნად ისახავდა ბიომრავალფეროვნების და მისი დაცვის მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ყოველი ჩვენგანისთვის იმის შეხსენებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი მომავლის აშენება.
მოსწავლეებმა დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს. ნაშრომები მნიშვნელოვანი გზავნილის მატარებელი აღმოჩნდა, ისინი მოითხოვდნენ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
იხილეთ ფოტოები: