ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელთა მორიგი შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა და მოსწავლეებთან განხილული სიღარიბის პრობლემა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები სასწავლო წლის განმავლობაში, აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ეკოკლუბელები ჩართულნი არიან მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ და არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ.
მათ შორის, კონკურსის ფარგლებში ეკოკლუბის წევრები: ნიკა სამსონია და ნატალია ხინთიბიძე, მორიგ აქტუალურ პრობლემას შეეხნენ.
მომხსენებლებმა ისაუბრეს თუ რა იწვევს სიღარიბის პრობლემას საქართველოში, რამდენად არის სიღარიბის მაჩვენებელი გაზრდილი და რა გზებია შემუშავებული ამ პრობლემის დასაძლევად.
მათ ასევე ისიც აღნიშნეს, რომ სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საკითხთან დაკავშირებით ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: