ახალსოფლის სკოლის „ნორჩ ისტორიკოსთა“ კლუბმა სასწავლო წელი საინტერესო კვირეულით შეაჯამა
12-06-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში „ნორჩ ისტორიკოსთა“ კლუბი წარმატებით ფუნქციონირებს. მისი წევრები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო აქტივობასა და პროექტს ახორციელებს.

ამჯერად, „ნორჩ ისტორიკოსთა“ კლუბის მოსწავლეებმა წლის შემაჯამებელი მუშაობის ფარგლებში, ჩაატარეს ისტორიის კვირეული - „ერი, რომელმაც არ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია, კარგავს მომავალს“ .

კვირეულში წარდგენილი იყო X-XV საუკუნეების ეპოქა.

„მონაწილეებმა საინტერესო, მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ნათლად და საინტერესოდ გადმოსცეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

„კვირეული დავასრულეთ ძალიან ლამაზი და მხიარული დღით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203