ბურნაშეთის საჯარო სკოლაში 1973-1974 სასწავლო წლის კუსდამთავრებულებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა
12-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. სკოლაში, 1973-1974 სასწავლო წლის კუსდამთავრებულებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ დღეს, მათთან ერთად, სკოლაში, თავი მოიყარა ძალიან ბევრმა სტუმარმა. შეხვედრის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გახლდათ 1974 წლის კურსდამთავრებული სარგის აღალარიანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ წელს სკოლა 45 მოსწავლემ დაამთავრა. კურსდამთავრებულებს შორის იყვნენ: სასკოლო ავტობუსის მძღოლი ბაღდასარ კურღინიანი და  სკოლის ერთ-ერთი ქველმოქმედი ტიგრან მსრიანი, რომელმაც დააფინანსა სასკოლო ღონისძიების ხარჯები.

„შეხვედრა ერთი მხრივ, ძალიან მხიარული და მეორე მხრივ, ცოტათი სევდიანი იყო, ვინაიდან მათ რიგებში სამწუხაროდ უკვე ცოცხალი აღარაა 11 თანაკლასელი“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ რუსული ენის მასწავლებელმა მანუშაკ არუთიუნიანმა განსაკუთრებული პატივი მიაგო თავის მოსწავლეებს და სპეციალურად ჩამოვიდა უცხოეთიდან. 

„ყველას, ღიმილთან ერთად სახეზე ჰქონდა ცრემლიც. ეს იყო როგორც სიხარულის, ასევე სევდის ცრემლი“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ეს დღე ძალიან ემოციური იყო. სტუმრებმა, ასევე სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთადერთი პირველკლასელი დაასაჩუქრეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ II-XII კლასების მოსწავლეები. მათ მოამზადეს ცეკვები, ლექსები, სიმღერები.

ღონისძიება მოიცავდა თეატრალურ ნაწილს, რომელიც სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მარლენა პეტროსიანმა დადგა.

ამ დღით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა. სტუმრები შთაბეჭდილებებით აღივსნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მოსწავლეთათვის მაგალითის მიმცემიც იყო. 

ღონისძიების მოწყობაში დიდი წვლილი შეიტანა სკოლის დირექტორმა - არევიკ ქოჩოიანმა. კურსდამთავრებულები თავიან გამოსვლებში მას ძალიან დიდი მადლიერებითა და სითბოთი იხსენებდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203