ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში გამართული ღონისძიებით მოსწავლეებმა რუსული ენის ანბანის შესწავლა აღნიშნეს.
ღონისძიებას ალბინა იგანჯიანი ხელმძღვანელობდა.
ზეიმზე, ბავშვებმა ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინს და ლექსები წაიკითხეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: