სვირის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
12-06-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგებს ემშვიდობებიან, სწორედ ამიტომ, შემაჯამებელი ღონისძიება ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203