გარდაბნის N3 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს 
12-06-2024

გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და შემოქმედებითი სახის ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლაში, I კლასელთა შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პედაგოგი მატანატ ისაევა ხელმძღვანელობდა.

I კლასის მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203