წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
იქ პედაგოგები ზრუნავენ, რომ მათ მნიშვნელოვანი თარიღებისა თუ დღესასწაულების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
გამონაკლისი არც სააღდგომო სამზადისი გახლდათ. ეს ბრწყინავლე დღესასწაული მე-5 კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული მონდომებით აღნიშნეს. მათ დამრიგებელმა არფინე კზანიანმა მიულოცა და აღდგომასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე ვრცლად ესაუბრა.
დღემ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: