„მომავალი ჩვენია“ - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი შემაჯამებელი ღონისძიება 
12-06-2024

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის IV კლასში გამოსაშვები ღონისძიება „მომავალი ჩვენია“ ჩატარდა.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი თამარ ყურაშვილი ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, ეს დღე ძალიან ემოციური იყო.

ბავშვებმა, ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. მათ, ასევე მასწავლებლებს ყველაფრისთვი მადლობა გადაუხადეს.

პედაგოგმა მათ სიმღერა მიუძღვნა და მომდევნო კლასებში წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ ბავშვებო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, წინ რთული, მაგრამ საინტერესო გზა გელოდებათ. მჯერა თითოეული თქვენგანი ღირსეულ სიტყვას იტყვით საზოგადოებაში. მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც დაგჭირდებათ ჩემი გვერდით დგომა. გისურვებთ მზიან ქვეყანაში ცხოვრებას.  ჩვენ გვჯერა თქვენი!“, - აღნიშნავს პედაგოგი თამარ ყურაშვილი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203