ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ მეფის ხიდი მოინახულეს
06-06-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფელ უჩხოში მდებარე თამარ მეფის ხიდს ესტუმრნენ.
ექსკურსია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა.
მასში სკოლის მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თაღოვანი ხიდი, რომელიც უჩხოში მდებარეობს აჭარაში მდებარე 25 ხიდიდან ერთ-ერთია. ხიდებიდან რამდენიმე დანგრეულია, ხოლო რაც შემორჩენილია მათ აჭარულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში თამარის ხიდებს უწოდებენ, რადგან ლეგენდის თანახმად ყველა მათგანი თამარ მეფემ ააშენა.