ვაჩიანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობას პრეზენტაცია მიუძღვნეს
12-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მასწავლებელმა ანნა ღუბასარიანმა მე-8 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნაგვის გადამუშავების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და დაახარისხეს. 

მათვე, პლაკატებისა და რესურსების გამოყენებით, ნაგვის გადამუშავების სხვადასხვა გზებზე ისაუბრეს და ჯგუფური მუშაობის შედეგად, კლასში პრეზენტაცია წარადგინეს, თუ როგორ გადამუშავდება ნაგავი და როგორ მიიღება მისგან სხვა ნივთები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203