ნაოხრების საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მხარდასაჭერი აქტივობები მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლაში პროფესიონალი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. მათ შრომას სასკოლო საზოგადოება, დირექცია ყოველთვის აფასებს და აღნიშვნის გარეშე არ ტოვებს.
ამჯერად, სკოლა ემზადება რიგით მეორე 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსისთვის.
სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის კამპანიის მხარდასაჭერი აქტივობები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობებში ყველა კლასი აქტიურადაა ჩართული.
სკოლაში თითოეულ მასწავლებელს მადლობას უხდიან ასეთი ჩართულობისთვის.
„მადლობა ჩვენო მასწავლებლებო! ასევე დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, წარმატებები ჩვენს სასკოლო თემს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: