ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში დიდი მხიარულება და ჟრიამული იყო, რადგან პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლითაც პატარა მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“. ისინი შემოქმედებით და საინტერესო აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა. მათ სკოლის დამთავრება მასწავლებელმა ქეთინო ლაბაძემ მიულოცა.
„ჩემო საყვარელო პერველკლასელებო, გილოცავთ ღონისძიების წარმატებით ჩატარებას. გისურვებთ უამრავ წარმატებას. მიყვარხართ!“,- წერს პედაგოგი ქეთინო ლაბაძე.
იხილეთ ფოტოები: