ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულთა კიდევ ერთი თაობა გაზარდა.
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, მათ, კლასის დამრიგებლის - ანახას ამაზარიანის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს. გარდა ამისა, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
მათ შესაძლებლობები როგორც ქართულ ისე, სომხურ ენებზე წარმოაჩინეს.
სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა და კლასის დამრიგებელმა- ანახას ამაზარიანმა კურსდამთავრებულებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„10 ივნისი კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო მათ სასკოლო ცხოვრებაში. მოსწავლეებმა მასწავლებლებს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: