ეკის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა, გერმანულენოვანი აქტივობის ფარგლებში, ექიმისა და პაციენტის როლები მოირგეს 
13-06-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იქ უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიმართულებით კი, არაერთი თემატური ღონისძიება იმართება. 

ახლახან, VII კლასში, გერმანულ ენაში, აქტივობა - Beim Arzt (ექიმთან) გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ. მათ ექიმისა და პაციენტის როლები მოირგეს, გერმანული ენის ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203