რცხმელურის საჯარო სკოლას სხვადასხვა სპორტული ინვენტარი და ქოთნის ყვავილები გადაეცა 
13-06-2024
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და პროგრამაში აქტიურადაა ჩართული.  

სკოლა, უკვე რამდენიმე წელია სამოქალაქო პროგრამის პარტნიორია. პროექტების ფარგლებში, ეს ორგანიზაცია წლების განავლობაში სხვადასხვა რესურსით ამარაგებდა სკოლას.

2023-2024 სასწავლო წელს კი თვითმმართველობისა და საკლუბო პროექტების ფარგლებში, სკოლას სხვადასხვა სპორტული ინვენტარი და ქოთნის ყვავილები გადაეცა სკოლის ფოიეს გასალამაზებლად.

აღნიშნული ინვენტარი სკოლას მეტ სილამაზეს შესძენს, მოსწავლეებს კი განწყობასა და მოტივაციას აუმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203