„რა ენა წახდეს!“- უდაბნოს საჯარო სკოლის მე-6 კლასში კონფერენცია გაიმართა 
13-06-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ ცნობიერება აიმაღლონ. 

ამ მიზნით კი, სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. აღსანიშნავია, რომ მე-6 კლასში, დედაენის კვირეულის ფარგლებში, მინი კონფერენცია დევიზით - „რა ენა წახდეს!“ ჩატარდა. 

მისი ავტორი მე-6 კლასის ხელმძღვანელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - როზა თავაძე გახლდათ. კონფერენციაზე მოსწავლეებმა მასალები სალიტერატურო ენის საკითხებთან დაკავშირებით წარადგინეს. 

თემების მოსმენის შემდეგ, დისკუსია დამსწრე საზოგადოებასა და მოსწავლეებს შორის გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203