„პლანეტა თუ პლასტმასა“ - კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში
13-06-2024

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრაზე, კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, ქიმიის პედაგოგმა დალი ბარათაშვილმა მე-9 კლასის (დამრიგებელი ლელა კაპანაძე) მოსწავლეებთან ერთად, კომპლექსური დავალების ფარგლებში პროექტი, „პლანეტა თუ პლასტმასა“  განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეისწავლეს პოლიმერების შექმნის ისტორია, მისი გავრცელება, გააანალიზეს პლასტმასის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვები და ჩაწერეს ინტერვიუები მედიცინის მუშაკებთან.

პროექტის  პრეზენტაციაზე, მათ წარადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი ნივთები მეორადი პლასტმასის ბოთლებისგან.

„აღნიშნული ნამუშევრით ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას გაუგზავნეს მესიჯი, რომ თუ გამოყენების შემდეგ ვერაფერს ვუხერხებთ, მეორე სიცოცხლის მინიჭებით, მაინც შევძლოთ მათი შემცირება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა ასევე კლასში წარადგინეს ჟირაფის ფიგურა, როგორც სასწავლო რესურსი, რომელიც სკოლის რესურსოთახს უსახსოვრეს.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა შესანიშნავად შეძლეს.

„მოგეხსენებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება მოითხოვს დაკვირვებას, ცდას- ექსპერიმენტს, კეთებით სწავლას, ამიტომაც დიდი როლი ეკისრება კომპლექსური დავალების საბოლოო შედეგს პროდუქტის სახით, რომლის შექმნაზე მუშაობაც მოსწავლისაგან ცოდნასთან ერთად უნარებსაც მოითხოვს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203