ზესტაფონის N5 სკოლის მოსწავლეები კომპლექსური დავალების უკეთ გასააზრებლად ნავენახევის მღვიმეს სტუმრობდნენ
14-06-2024

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრაზე,  კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება მოითხოვს დაკვირვებას, ცდას-ექსპერიმენტს, კეთებით სწავლას, ამიტომაც დიდი როლი ეკისრება კომპლექსური დავალების საბოლოო შედეგს პროდუქტის სახით, რომლის შექმნაზე მუშაობაც მოსწავლისაგან ცოდნასთან ერთად უნარებსაც მოითხოვს. 

ქიმიის პედაგოგმა - დალი ბარათაშვილმა მე-10 კლასში (დამრიგებელი გია აბულაძე), კომპლექსური დავალების ფარგლებში დაგეგმა და განახორციელა ვიზიტი ნავენახევის მღვიმეში. მოსწავლეებმა შეისწავლეს საკითხი „წონასწორობა“ და წონასწორობაზე მოქმედი ფაქტორები.

„მოგეხსენებათ,  მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს და დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ასევე თუ ის ხედავს კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ ცხოვრებას შორის“,- გვეუბნება პედაგოგი დალი ბარათაშვილი და აქტივობის მნისვნელობას უსვამს ხაზს. 

მღვიმეში სტუმრობისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს მღვიმე, გაეცნენ სტალაქტიტების და სატალაგმიტების წარმოქმნის პროცესს, გაიგეს რა მნიშვნელობა აქვს მღვიმეში წონასწორულ პროცესებს და შექმნეს  სტატია - “როგორ შეიძლება ვმართოთ ბუნებაში, მრეწველობასა და ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე წონასწორული პროცესები“.

„დიდი მადლობა მღვიმის ადმინისტრაციას გულითადი მასპინძლობისა და მოსწავლეთათვის მიწოდებული ამომწურავი ინფორმაციისთვის, რამაც მოსწავლეებს დავალების წარმატებით შესრულება გაუადვილა“,- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203