რომელ მოსწავლეებს დაუნიშნავენ გამოცდას - რეგისტრაცია დაიწყო
17-06-2024

გაცდენების გამო მოსწავლეთა ექსტერნატის გამოცდების ვადები მინისტრის ბრძანებით უკვე დადგინდა. ცნობილია, რომ რეგისტრაცია 17 ივნისს, ხოლო გამოცდები 24 ივნისს დაიწყება; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოკუმენტი არ ეხება მე-12 კლასის მოსწავლეებს.

„დადგინდეს, 2023 2024 სასწავლო წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების (გარდა მე-12 კლასისა) მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის:

ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადები 2024 წლის 17 ივნისიდან 2024 წლის 21 ივნისის ჩათვლით;

ბ) გამოცდის ჩატარების ვადები 2024 წლის 24 ივნისიდან 2024 წლის 03 ივლისის ჩათვლით.

ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203