დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატებები 
13-06-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სასკოლო, ასევე რაიონულ თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებსა და ოლიმპიადებში, სადაც ყოველთვის მაღალ დონეს აჩვენებენ და მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

ამჯერად, მაისის თვეში ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მამუკა და ლერი ჩხენკელების (ორივე მასწავლებელი ასწავლიდა წლების მანძილზე დედალაურის საჯარო სკოლაში) ხსოვნისადმი მიძღვნილი 2024 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მძლეოსნობაში, სადაც სკოლის გუნდმა ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ინდივიდუალურად კი სკოლის მოსწავლეების შედეგები ასე გამოიყურება:

  • ადგილიდან სიგრძე გიორგი შვანგირაძე - I ადგილი;
  • რბენა (100 მ) გიორგი შვანგირაძე - III ადგილი;
  • რბენა (100 მ) მარი ადაძე - III ადგილი;
  • ბირთვის კვრა - ირინა შვანგირაძე - III ადგილი
  • ბირთვის კვრა - ნიკოლოზი ბენიძე - IV ადგილი
  • ადგილიდან სიგრძე ხტომა - მარიამ ყურაშვილი - IV ადგილი

სპორტის მასწავლებელი: ომარი ჭელიძე.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მომავალში წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203