ვარდისუბნის საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლეებმა „ჩრდილების თეატრი“ მოაწყვეს და სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების პერსონაჟები „გააცოცხლეს“
13-06-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, VII და VII კლასების მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.

აღნიშნული გაკვეთილი მოიცავდა „ჩრდილების თეატრს“, სადაც წარდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები.

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის როლები. ბავშვებმა თავიანთი ხელებით განასახიერეს ცხოველები, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„თეატრი იყო შემეცნებითი, აღმზრდელობითი, ძალიან საინტერესო და ხელს უწყობდა სხვადასხვა უნარის განვითარებას მოსწავლეებში“, - გვიყვებიან სკოლაში. 

აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი ელიზა კვინიკაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203