ვარდისუბნის საჯარო სკოლის STEM კლუბი დაჯილდოვდა 
14-06-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებებითა და მიღწევებითაა დატვირთული. 

მათ შორის, აღსანიშნავია, რომ STEAM Twinning-ის პროექტის ხელმძღვანელებმა ვარდისუბნის საჯარო სკოლის STEM კლუბი დააჯილდოვეს. კლუბს კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან დაკავშირებით, სასიამოვნო შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში 28 მაისს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ შარშან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში STEAM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად 15 სკოლა შეარჩია. მათ შორის,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა.

STEAM Twinning-ის მიზნია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კეთებით სწავლების ხელშეწყობა და STEM მიმართულების პოპულარიზაცია. ამ მიმართულებით, ვარდისუბნის საჯარო სკოლას გასულ წელს საჩუქრად STEM kit-ების ნაკრები გადაეცა. გარდა ამისა, შერჩეულ სკოლებს საჩუქრად დამატებით გადაეცათ საკლუბო მუშაობისთვის საჭირო სასწავლო STEAM რესურსები. ამისთვის კი  STEAM Twinning-ის პროექტის ხელმძღვანელებს უღრმეს მადლობას უხდიან. 

„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ eTwinnig-ი საუკეთესო პროექტი.... კონკურსის შედეგად შერჩეულ 15 სკოლას გადმოგვეცა მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში STESM მიმართულებით არაჩვეულებრივი და საჭირო ნაკრები....უღრმესი მადლობა ქალბატონ ხატია მატკავას“,- აღნიშნავენ სკოლაში და სკოლის სასწავლო რესურსებით გამდიდრება ახარებთ. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203