ალისუბნის თემის N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნარგიზა სამხარაძეს პატივისცემა და სიყვარული ღონისძიებაზე დაუდასტურეს 
13-06-2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მათ ლამაზი ღონისძიება გამართეს, რომლითაც თავიანთ პირველ მასწავლებელს - ნარგიზა სამხარაძეს დაემშვიდობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნარგიზა სამხარაძე არაერთი ღირსეული თაობის აღმზრდელია.  ის, თავის მდიდარი გამოცდილებით, დღესაც სიყვარულით ემსახურება მომავალი თაობისათვის ცოდნის მყარი საფუძვლის ჩაყრას.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა სკოლის დირექტორმა - დავით კუტივაძემ წარმოთქვა. მან მოსწავლეებს სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მილოცა და თითოეულს წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყო ალისუბნის მაჟოტიტარი დეპუტატი - ბადრი ბუცხრიკიძე, რომელმაც სიამაყით აღნიშნა, რომ თავისი მოსწავლეობის ულამაზესი წლები ამ სკოლის კედლებში გაატარა და ცოდნისაკენ მიმავალ გზაზე სტარტი აქედან აიღო. 

ემოციურად და შემოქმედებითად დატვირთული საღამო მომავალი პირველკლასელების მიერ სცენაზე შესრულებულმა სხვადასხვა ნომერმა კიდევ უფრო გაალამაზა. 

„მასწავლებელო, მე თქვენ მიყვარხართ“,- სწორედ ამ სიტყვებით დაემშვიდობდნენ მეოთხეკლასელები პედაგოგს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203