ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო, მრავავლფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული.
მათ შორის გახლდათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები - ჰოვსეფ სეხლიანი, მკრტიჩ ლოქიანი, ჰაიკ მალხასიანი და აშოტ მკრტჩიანი.
თამაშში მონაწილეობდნენ მე-6 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე.
მოსწავლეები განაწილებული იყვნენ ოთხ გუნდად - „ლადანივა“, „ბელარუს“, „მეგალადონ“ და „სამართლიანი მონადირეები“. თითოეულ გუნდს ჰყავდა ლიდერი, მათ ასევე ჰქონდათ თავიანთი ლოზუნგებიც.
თამაში ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა. შეჯიბრებაში გაიმარჯვა გუნდმა - „ბელარუსმა“. ჟიურის წევრებისა და სკოლის დირექტორის - სერგეი პეტროსიანის თანხმობით გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და მედლები.
ბავშვებმა ძალიან იმხიარულეს და შთამბეჭდავი გახადეს თავიანთი დღე. მათ, ასევე მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს ასეთი სახალისო და დაუვიწყარი დღისათვის.