აშკალის საჯარო სკოლის VI-VIII-X კლასების მოსწავლეთა ერთობლივი ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო, ემოციებით დატვირთული დღეებია. არდადეგების მოლოდინში არიან მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. თუმცა, მოტივაციას არ კარგავენ და წლის ბოლოს ზეიმებსა და ექსკურსიებს აწყობენ.
ამჯერად, სკოლის VI-VIII-X კლასების მოსწავლეები ერთობლივი ექსკურსიაზე ულამაზეს სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს ფარავნისა და საღამოს ტბები, დაათვალიერეს ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ხერთვისის ციხე და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დატკბნენ რაბათის ციხის ულამაზესი პეიზაჟებით.
„ექსკურსიის მონაწილეებმა ასპინძის რესტორან „ჩიკოში“ დააგემოვნეს ქართული ხინკალიც. დღის ბოლოს კი ბედნიერები და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
ექსკურსიის ორგანიზატორები იყვნენ მასწავლებლები: თეა გიგიტაშვილი, გაიანე მანუკიანი, ასტხიკ დონაკანიანი, სიუზანა ენოკიანი და ნაირუი ანდრეასიანი.
იხილეთ ფოტოები: