ზიკილიის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
13-06-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

მასში V-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს. 

ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის მამოტივირებელი და საინტერესო გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203