საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სტატუსის ამაღლების მიზნით პორტფოლიოების წარდგენა უკვე დაიწყო, - ფაქტს მასწავლებლის სახლი etaloni.ge-სთან ადასტურებს.
სკოლებში ინფორმაცია უკვე გადაგზავნილია, თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, ვადები დაკონკრეტებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული საქაღალდის წარდგენა შეუძლიათ წამყავნ-მენტორობის მსურველ მასწავლებლებს, რომელთაც პორტფოლიო დაუხარვეზდათ და ასევე იმ პედაგოგებს, ვისაც სტატუსის ასამაღლებლად შარშან დოკუმენტები არ წარუდგენია.
სამინისტროს სასკოლო საზოგადოების გვერდზე აღნიშნულია, რომ - „მინისტრის განმარტებით, იმ მასწავლებლებს, ვისაც ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა და არ წარუდგენია ან დაუხარვეზდა პორტფოლიო, 2024 წლის სექტემბრამდე მიეცემათ პორტფოლიოს დაცვის შესაძლებლობა“.