წესის საჯარო სკოლის II-III კლასებში, მუსიკაში შემოქმედებითად დატვირთული ღია გაკვეთილი ჩატარდა 
13-06-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მარავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლის მე-2 და მე-3 კლასებში, მუსიკაში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილზე, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ირინე მუსერიძე ხელმძღვანელობდა, ბავშვებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. მათ ასევე სახალისო და ძალიან საინტერესო წარმოდგენა დადგეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203