„ჩვენ ვებრძვით ეკოლოგიურ საშიშროებებს“ -  აგანის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი 
13-06-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VI კლასში, საგანში - ჩვენი საქართველო, საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს, რომლის თემა იყო - „ჩვენ ვებრძვით ეკოლოგიურ საშიშროებებს“ მასწავლებელი ა. მამულიანი ხელმძღვანელობდა. 

ბავშვებმა ეკოლოგიურ საკითხებზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლა,  მოფრთხილება სჭირდება და ეს თითოეული ადამიანის ვალია. მე-6 კლასელებმა ასევე თემატური ნამუშევრები შექმნეს.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203