ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მე-9 კლასის მოსწავლეები ახალ ეტაპზე გადადიან და რადგან სკოლა საბაზოა, მათ სწავლა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა განაგრძონ.
გამოსაშვები ღონისძიება სწორედ მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეებმა, აღნიშნულ ღონისძიებაზე, დამრიგებლის - ლამზირა მაცუკატოვას ხელმძღვანელობით იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დირექტორმა - აღავნი ავაქიანმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა მოსწავლეებს წარმატება უსურვეს და სიგელები გადასცეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.
იხილეთ ვიდეო