„ჯანსაღი კვება ჩვენს ცხოვრებაში“-  იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
13-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტები აქტიურად ხორციელდება. 

ახლახან, სკოალში ამავე მიმართულებით მიმდინარე პროექტი - „ჯანსაღი კვება ჩვენს ცხოვრებაში“ დასრულდა.

მასში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ბილინგვურის სპეციალისტის - ლიზა ჯეირანიანისა და მე და საზოგადოების ბილინგვურის სპეციალისტის - გაიანე დარბინიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, ნამუშევრები მოამზადეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

„გვინდა, მადლობა გადავიხადოთ სკოლის დირექტორს - ვანუი მალხასიანსა და მასწავლებლებს ყველანაირი დახმარებისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203