ავრანლოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძიება შესთავაზეს 
13-06-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე თითოეული პედაგოგი ზრუნავს. 

მათ შრომას შედეგი გამოაქვს, ამის ნათელი დასტური კი მოსწავლეთა აქტიურობაა. ამჯერად, მეოთხე კლასის მერცხლებმა გამოსამშვიდობებელი საღამო ულამაზეს გარემოში მოაწყვეს და მასწავლებლებს, მშობლებს, ბავშვებსა და სტუმრებს სრულყოფილი ღონისძიება შესთავაზეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საუცხოო კოსტიუმებით, პასუხისიმგებლობით და კარგად შერჩეული სიმღერებით, ტექსტებით, ქორეოგრაფიული ნომრებით შედგენილი სცენარი, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას, ერთი საათის განმავლობაში, წარუდგინეს. 

„ბევრი გაზაფხული და გამარჯვება მოვა, წარმატებით ივლით სუფთა გზებზე, ბევრი სიყვარული და სიხარული მოვა. სადაც არ უნდა იყოთ, არ დაგვივიწყოთ ჩვენ და არასდროს არ დაკარგოთ ერთმანეთი, შეინარჩუნეთ საკუთარი თავი. ჩვენ კი გპირდებით, გვეყვარებით, მუდამ გვემახსოვრებით და ჩვენს მხურვალე ლოცვას მუდამ დაგაწევთ უკან“,- სწორედ ასე მიმართა კლასის დამრიგებლმა - სალომე საგინაძემ მოსწავლეებს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203