„სკოლა უფლებამოსილია...“ - დირექტორებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ
15-06-2024

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც სკოლებს მიეცათ უფლება, ცალკე იურიდიული პირის შექმნის გარეშე დანერგოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

გარდა ამისა, სკოლის დირექტორმა უნდა შეიმუშაოს „პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებულ დოკუმენტები“.

„სკოლა უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.

(სკოლის დირექტორი) შეიმუშავებს და ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, პროფესიული მომზადების პროგრამას ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამას, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს“, - აღნიშნულია ბრძანებაში.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203