თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე თამარ მეფის დროინდელი საქართველოს ისტორია გააცოცხლეს
06-06-2018
თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე–6 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა თეატრალური წარმოდგენა დადგეს და სცენაზე თამარ მეფის დროინდელი საქართველოს ისტორია გააცოცხლეს.

მოსწავლეებმა ასევე ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ბერიძე ხელმძღვანელობდა. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203