გეზათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა
13-06-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მამოტივირებელი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა სასკოლო სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა. მისი მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება იყო.

კონფერენციაში საბაზო საფეხურის - VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მისი ორგანიზატორი სკოლის ბიბლიოთეკარი ირმა ჯიბლაძე გახლდათ.

აღნიშნულ კონფერენციაზე მოსწავლეები შემდეგი თემებით წარსდგნენ:

1. მოსწავლეთა 77-ე სასწავლო კვლევით კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლის ანი გაბუნიას თემა - ,,წყარო სიკეთისა, წყარო სიცოცხლისა“, ხელმძღვანელი: ქეთევან ვეკუა - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

2. თემა: „წრფივი ფუნქცია“ მომხსენებელი: ქრისტინე პაპავა, მე-8 კლასის მოსწავლე. ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია;

3. თემა: „თევზები და მათი სასარგებლო თვისებები“, მომხსენებელი: გეგეშიძე ნინო, მე-8 კლასის მოსწავლე. ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მელია;

4. თემა: „ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, მომხსენებელი: შუბლაძე მარიამი, მე-8 კლასის მოსწავლე. ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი მაია ხომერიკი;

5. თემა: ,,კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა“, მომხსენებელი: ბოკერია არჩილი, მე-9 კლასის მოსწავლე. ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი: ნათელა კიკაბიძე;

6. თემა: „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“, მომხსენებელი: შუბლაძე მარიამი, მე-7 კლასის მოსწავლე. ხელმძღვანელი:  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, სოფიო ჯიბლაძე;

7. თემა: „ქართული ხალხური მუსიკა და სიმღერები“, მომხსენებელი: გეგეშიძე მარიამი, მე-8 კლასის მოსწავლე. ხელმძღვანელი: მუსიკის მასწავლებელი, გულისა კიზირია.

კონფერენცია სკოლის დირექტორმა - ნათელა კიკაბიძემ შეაჯამა. მან მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებულ მოსწავლეებს დიპლომები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203