თბილისის N152 საჯარო სკოლაში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც მოსწავლეთა მოტივირებასა და განწყობაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. ეს ყოველივე კი სკოლის დირექტორის - თამარ გურაშვილის თაოსნობით ხდება.
ისინი არა მხოლოდ აქტივობებს აორგანიზებენ, არამედ მათში, მოსწავლეებთან ერთად, ერთვებიან.
სკოლაში 11 ივნისს ულამაზესი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და მშობლები მონაწილეობდნენ.
შთამბეჭდავმა კოსტიუმირებულმა სანახაობამ, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ, ყველას მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: