საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში
13-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომლის თემა „ადამიანის სტრუქტურა“ გახლდათ. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მე-6 კლასის დამრიგებელი მანუშაკ ჩთჩიანი.

ღონისძიებაზე, ბავშვებმა ძალიან კარგად ახსნეს და ილაპარაკეს ადამიანის ორგანოებზე, დაახასიათეს მათი სტრუქტურა და აღნიშნეს თითოეულის საჭიროება.

მოსწავლეები, ამავდროულად შეეხნენ ჰიგიენის დაცვის საკითხს. მათ აღნიშნეს, რომ ჰიგიენის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203