ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება 
13-06-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

მათ შორის იყო სკოლაში განხორციელებული საგაზაფხულო ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

ზეიმზე, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„გაზაფხულივით ლამაზები იყვნენ ჩვენი სკოლის გოგო-ბიჭები. სითბო, სიყვარული და ბედნიერება მოეტანოს თითოეული ჩვენთაგანისთვის ამ წელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203