გიორგი ამილახვარმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა რომ დაახლოებით ორ თვეში საზოგადოებას აცნობებენ, რომელ სკოლაში როდის დაიწყება სასკოლო კვების პროგრამა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტებმა ყველა სკოლა მოინახულეს და დეტალურად აღწერეს თითოეული მათგანის საჭიროებები.
„საზოგადოებას მინდა დავპირდე, რომ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ერთი-ორი თვის ფარგლებში ჩვენ უკვე შევძლებთ დეტალურად ვთქვათ კონკრეტული მოდელებით კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლასა და რომელ რეგიონში როგორ დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას“, - განაცხადა ამილახვარმა.