გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება 
13-06-2024

გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პედაგოგი გათიბა სადიკოვა ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაზე, ბავშვებმა, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ ეს დღე ძალიან ემოციური აღმოჩნდა. მე-4 კლასელებმა საყვარელ მასწავლებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგმა კი ბავშვებს მომდევნო კლასებში წარმატებები უსურვა.

ეს დღე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203