ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს მოსწავლეთა მიღწევები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში.
ამჯერად, ისინი ღონისძიებაში - „აფხაზეთობა -2024“ წარმატებით მონაწილეობდნენ. მათ ღონისძიების ფარგლებში, თავისუფალი თემის - „ო, აფხაზეთო ბევრი კარგი მოყმის გამდელო“, ნომინაციაში I და II ადგილი დაიკავეს.
პირველი ადგილის მფლობელი იოანა დოლიძე გახლდათ, ხოლო მე-2 ადგილზე ნანა ნინიძე გავიდა. წარმატებული მონაწილეობისათვის ასევე, მოსწავლე გიორგი შენგელია დაჯილდოვდა.
აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაგეგმა.
მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ჟანა სიმონია.
თითოეული მოსწავლის მიღწევით სკოლა ამაყობს და მომავალში წინსვლას უსურვებს.