„ასე უყვარდათ საქართველოში“ - საინტერესო მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია სორმონის საჯარო სკოლაში
14-06-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შემექმედებითად დატვირთული აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „ასე უყვარდათ საქართველოში“.

„სიყვარული ყველაზე ძალმოსილი და დიდებული გრძნობაა, თუ რამ ღმერთს ამქვეყნად გაუჩენია. მას შეუძლია ცამდე აგიტაცოს და სამყაროს სრულყოფილება და მარადიულობა შეგაცნობინოს, მასვე ძალუძს მიწაში ყელამდე ჩაგფლას და წუთისოფლის ამაოებაზე დაგაფიქროს... დედამიწას სიყვარული ატრიალებსო ვაბობთ და მართლაც, ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ ამ დიად გრძნობას შეუძლია გაგვაგნებინოს ერთმანეთისკენ სავალი გზები, შეგვაგრძნობინოს ყოველი ცისმარი დღის მადლი, განსხვავებული სიდიადით შეგვაცნობინოს ამქვეყნად ჩვენი არსებობის მიზეზი და მიზანი - სწორედ ამ თემას მიეძღვნა ჩვენი ღონისძიება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ქართული პოეზიის შედევრები წარადგინეს, ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და ლიტერატურული პერსონაჟები „გააცოცხლეს“.

„დღე, რომელიც „დღე-სასწაულად“ იქცა“, - ასე აფასებენ აღნიშნულ ღონისძიებას.

სკოლას აღნიშნულ დღეს სტუმრები ეწვივნენ, რომელთა გულითადმა სტუმრობამ, როგორც გვიყვებიან, ღონისძიებას განსაკუთრებული ეშხი შესძინა.

„ღონისძიების სტუმრები გახლდნენ: წყალტუბოს განათლების რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი თავის შესანიშნავ გუნდთან ერთად, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები და რიონის თემის წარმომადგენლები“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ქართული პოეზიის შედევრები, გასაოცარი მუსიკის ჰანგები, გაცოცხლებული ლიტერატურული პერსონაჟები, სულისშემძვრელი წერილები და რეალური  ისტორიები - ეს ყველაფერი სიყვარულით გაჯერებული იყო - ეს ჩვენი პატარა გუნდის დიდი ისტორიის კიდევ  ერთი ლამაზი ფურცელია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203