განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
განაცხადა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ცვლილებამ სასკოლო
სტანდარტების გადამუშავების აუცილებლობა გამოიწვია და ეს უწყების მხრიდან გააზრებულია.
სტანდარტების შემუშავება წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო განახლებული სახელმძღვანელოები
მოსწავლეებს 2026-2027 სასწავლო წლის დასაწყისში გადაეცემათ.
„სასკოლო სტანდარტების გადამუშავებას წლის ბოლომდე დავასრულებთ, რასაც მყისიერად მოყვება სახელმძვანელოების საკითხი და თქვენთან ერთად, საზოგადოებას შემიძლია დავპირდე, რომ არაუგვიანეს 2026 წლის სექტემბრისა, რაც ნიშნავს 2 წელს, თუმცა ვეცდებით უფრო მოკლე ვადაში, მაგრამ ხვდებით რაზე ვსაუბრობთ... ეს ნიშნავს ყველა სასკოლო საგნის სტანდარტის განახლებას და შემდგომ ყველა სახელმძღვანელო ან განახლებას, ან ადაპტრებას ან ახლიდან დაწერას დაექვემდებარება იმ ეროვნული სულისკვეთებით და პრინციპებით, რომელიც ზგემში გვიწერია.
მაქსიმუმ 2 წელიწადში ანუ 2026 წლის სექტემბერში, სასწავლო წელს ყველა
საგნის, ყველა კლასის სახელმძღვანელო იქნება ახალი მერხებზე. ამის გააზრებული ხედვა
გვაქვს დროშიც და სივრცეშიც“, - განაცხადა ამილახვარმა.