„ზუსტად ისევე ვიმუშავებთ ბაღის აღმზრდელთა
ხელფასების გასაზრდელად, როგორც ეს მასწავლებლების ნაწილში მოვახერხეთ“ - მინისტრი
პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს ბაღის
თანამშრომლებისხთვისანაზღაურების გაზრდის შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც მინისტრმა
განაცხადა, რომ ამ საკითხში მუნიციპალიტეტებისა და მისი ხელმძღვანელების ჩართულობა
იქნება მნიშვნელოვანი.
„ხელფასები საბავშვო ბაღებში - ეს
პირდაპირ ჩვენს უწყებას არ ეხება. იცით, რომ ბაღები მუნიციპალიტეტშია, ჩვენ მხოლოდ
პროგრამულ ნაწილში და მის პოლიტიკაში ვერევით, სხვა ყველაფერი მუნიციპალიტეტების ნაწილია.
ბუნებრივია, მეც და ჩვენც ნაწილობრივ გვეხება და ზუსტად ისევე ვიმუშავებთ მათი ხელფასების
გასაზრდელად, როგორც ეს მასწავლებლების ნაწილში მოვახერხეთ, თუმცა აქ მუნიციპალიტეტებისა
და მათი მესვეურების ჩარტულობა იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი ამილხვარმა