ჯვარას საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ფერადი დღესასწაული აჩუქა 
14-06-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ცდილობენ მათთვის ყოველი სასწავლო დღე შემეცნებით თავგადასავლად აქციონ. სკოლაში აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც, რაც სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

სწორედ ბავშვთა უფლებების შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრებასა ემსახურებოდა ღონისძიება, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

პედაგოგები მოწაფეებს ბავშვის უფლებათა დეკლარაციის შესახებ ესაუბრნენ. ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა არაერთი სახალისო და საზეიმო აქტივობით. 

ზაფხულის პირველი თვის პირველი რიცხვი ფრიად საინტერესო და ხალისიანი იყო ჯვარას საჯარო სკოლის ბავშვებისათვის. ნახატებით, სლოგანებით,ზეპირი და წერილობითი მილოცვებით გაიფერადეს ბავშვებმა დღე და მსოფლიოს ყველა კუთხეში საუკეთესო სურვილები გაუგზავნეს თანატოლებს.

სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიულოცეს მათი დღე და უღრუბლო ზეცის ქვეშ ბედნიერ ცხოვრება უსურვეს, როგორც საკუთარ მოწაფეებს და სრულიად სამყაროს პატარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203