„უტკბილესი ოთხი წელიწადი“ - ხოფურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება
14-06-2024

ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.

შემაჯამებელ ღონისძიებას, სახელწოდებით - „უტკბილესი ოთხი წელიწადი“ მე-4 კლასის დამრიგებელი ზოია ჩანქსელიანი ხელმძღვანელობდა.

ზეიმზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და პირველ მასწავლებელს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასელები წელს პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან.

„ეს დღე კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება იქნება, იმ უამრავ მოგონენებს შორის, რაც მე და ჩემმა ბარტყებმა ოთხი წლის განმავლობაში დავაგროვეთ! ოთხი უტკბილესი წელიწადი-თითქოს ძალიან სწრაფად ჩაიარა ამ წლებმა და დაფრთიანდენენ ჩემი მერცხლები! ლაღად და თავისუფლად გეფრინოთ მწვერვალების დასაპყრობად! მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მომავალს შექმნის!

ბარბარე, თეკლე, გაბრიელ, ანდრია ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ! !“, - აღნიშნავს პედაგოგი ზოია ჩანქსელიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203