წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოაწყვეს
06-06-2018
წალკის №2 საჯარო სკოლის მე-8გ კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოაწყვეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქცია მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

„მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მოსწავლეები ხშირად ატარებენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. 

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203