ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურისა და მუხრანას საჯარო სკოლების მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, აღნიშნული სკოლების მოსწავლეებს შორის მათემატიკური შეჯიბრი გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.
მათ მათემატიკური შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს უფრო მეტად დაუახლოვდნენ.
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: